Wednesday, October 27, 2010

პროექტი–

1.პროექტის სახელი:წმ.ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა.

2.პროექტის მოკლე  აღწერა:მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ და რომელი წმინდანის ხელშეწყობით გავრცელდა საქართველოში ქრისტიანობა, როგორ მოხდა რომ კერპების ნაცვლად ადამიანების სულებში ადგილი დაიკავა ნამდვილმა, ცოცხალმა ღმერთმაიესო ქრისტემ.

3.პროექტის სრული აღწერა:ექსკურსია კახეთში, ბოდბეს მონასტერში,სადაც არის დაკრძალული წმ. ნინო.შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იმის შესახებ,თუ ვინ იყო წმ. ნინო,საიდან ჩამოვიდა,სად ცხოვრობდა, როგორ ეხმარებოდა ხალხს,ვაზის ნასხლავისგან ჯვარი რომ გააკეთა.მოიძიებენ აგრეთვე ინფორმაციას, თუ როგორ მიიღეს ნანა დედოფალმა და მირიან მეფემ ქრისტიანიბა.გადმოსცემენ თქმულებას მირიან მეფის ნადირიბის შესახებ თხოთის მთებში ,როდესაც მთებში დაბნელდა და იმის მერე,რაც მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და ქრისტეს ხსნა სთხოვა,გადაიყარა სიბნელე და მზე ამოკაშკაშდა.ამის  შედეგად მირიან მეფემ მთელ სამეფოში ქრისტიანობა ნებადართულ სარწმუნოებად გამოაცხადა.

4.მონაწილეთა ასაკი:15 .

5.ხანგრძლივობა:ერთი თვე

6.პროექტის შესაძლო  აქტივობები:მოძიებული ინფორმაციის განხილვა კლასში, ნახატების,ფოტოსურათების(ექსკურსიის დროს გადაღებული ფოტოსურათების),სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილი წმ. ნინოს პორტრეტების ანუ ხატების, ვაზის ნასხლავებისგან გაკეთებული ჯვრების გამოფენის მოწყობა.

7.მოსალოდნელი შედეგი:შეიქმნა ბლოგი,სადაც განთავსდება მასალა წმ.ნინოს მოღვაწეობის შესახებ.

8.სამუშაო ენა:ქართული

9.სარგებელი სხვებისთის:გაიგებენ წმ. ნინოს ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას, უკეთ გაიცნობენ ,თუ საქართველოში როგორ იქნა  მიღებული ქრისტიანობა,განვითარდება პრეზენტაციის მომზადების უნარი.

10.საგნებთან/ერ.სასწ.გეგმ.კავშირი:ქართული, ისტორია, ხელოვნება.

11.პროექტის ავტორილუიზა მაკაროვა

12.ავტორის ელ.ფოსტაluizamakarova@gmail.com
13.პროექტის ბლოგი:luizamakarovablogspot.com